ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ივლისის დადასტურებული ფრენების განრიგს აქვეყნებს. ირკვევა, რომ Georgian Airways-ი ​ ივლისში რეისებს შეასრულებს პარიზის, ვენის, ამსტერდამის, ბერლინის და თელ ავივის მიმართულებით. 

“ძვირფასო მგზავრებო, მოხარული ვართ გამოვაცხადოთ, დადასტურებული ფრენების განრიგი ივლისში:

თბილისი-პარიზი-თბილისი, (ყოველ სამშაბათს და პარასკევს)

თბილისი-ვენა-თბილისი, (ყოველ კვირას)

თბილისი-ამსტერდამი-თბილისი, (ყოველ ორშაბათს და შაბათს)

თბილისი-ბერლინი-თბილისი, (ყოველ ოთხშაბათს)

თბილისი-თელ ავივი-თბილისი, (ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს (10,17,24 ივლისს) და კვირას”, აღნიშნულია Georgian Airways-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.