გერმანულმა კომპანია Lufthansa Technik-მა თვითმფრინავის ძრავის გასაწმენდად ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა, რომელიც წყლის ნაცვლად მშრალი ყინულის გამოყენებას გულისხმობს. ახალი ტექნოლოგიით ძრავის გაწმენდა მექანიზმს არ აზიანებს და ქმედების განხორციელება -4 გრადუსზეც დაბლაცაა შესაძლებელი.
დღეისათვის ძრავის გაწმენდა წყლის ჭავლის მეშვეობით ხდება, რასაც 1 საათზე მეტი სჭირდება.
ასევე არის გარკვეული შეზღუდვებიც, ძრავის წმენდა წყლის ჭავლით -4 გრადუს ტემპერატურაზე დაბლა ვეღარ ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ძრავი გაყინოს.
ამ ფონზე Lufthansa წყლის მშრალი ყინულით ჩანაჩვების მომხრეა და რაც მთავარია მთელს პროცედურას 30 წუთამდე დასჭირდება.
უახლოეს ხანებში Lufthansa ახალი ტექნოლოგიის ფინანსურ დასაბუთებას მოამზადეს და პრაქტიკაში მის ინტენსიურ გამოყენებას 2019 წლიდან დაიწყებს.