ავიაკომპანია Lufthansa-მ საკუთარი Airbus A340-600, სარეგისტრაციო ნომრით D-AIHO, ავეჯისა და გასაღების “ბრელოკების” დასამზადებლად გადასცა, წერს avianews-ი. საჰაერო ხომალდი 2006 წლიდან 2016 წლამდე Lufthansa-ს რეგულარულ ავიარეისებს ასრულებდა.
Lufthansa-მ ორ გერმანულ კომპანია – Wilco Design-თან და Aviationtag-თან ხელშეკრულება გააფორმა, რათა თვითმფრინავის დეტალები Lufthansa Upcycling Collection-ის შექმნისთვის გამოეყენებინათ.
თვითმფრინავის ნაწილებისგან დამზადებულ თითოეულ ნივთს აქვს სპეციალური შტამპი, სადაც აღნიშნულია, რომ ის ბორტ D-AIHO-სგან არის დამზადებული.
Airbus A340-600-გან დამზადებული ნივთების შეძენა ონლაინაა შესაძლებელი. მაგალითად “ბრელოკის” ფასი 25 ევროა.
The Lufthansa Upcycling Collection turns discarded materials from an old A340 into exclusive lifestyle products. The full story on: https://t.co/LQqAFoXHdo pic.twitter.com/4eRIvybNHm
— Lufthansa (@lufthansa) September 12, 2019