ხანგრძლივი პაუზის შემდეგ Lufthansa-მ ფრანკფურტიდან ბაქოს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები განაახლა.
ზაფხულში Lufthansa ბაქოს მიმართულებით ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოკლე გაჩერებით ასრულდებდა, ნოემბრიდან კი ავიაკომპანიამ ფრანკფურტსა და ბაქოს შორის ფრენები აღადგინა. შესაბამისად Lufthansa-ს რეისები, კონცეფციით ფრანკფურტი-თბილისი-ბაქო-ფრანკფურტი შეწყდა.
დღეს კი ფრანკფურტი-ბაქო-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე, Airbus A320-ით ფრენები კვირაში 4 სიხშირით სრულდება.
„ჩვენ, Lufthansa Group-ი თანდათან ვაფართოებთ ჩვენი ფრენების გეოგრაფიას და სიამოვნებით ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს ბაქოდან პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ფრანკფურტში და მთელ მსოფლიოში. ჩვენ ასევე ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ბაქო-ფრანკფურტის მარშრუტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით და მოუთმენლად ველით, რომ კვლავ მივესალმებით მომხმარებლებს რეისებზე რეისებზე” – განაცხადა Lufthansa Group-ის გენერალურმა დირექტორმა უკრაინაში, ბელორუსიაში, თურქმენეთსა და სამხრეთ კავკასიაში კარსტენ ცანგიმ.