იტალიის მთავრობამ და Lufthansa-მ 15 იანვარს გარიგება დაასრულეს, რომლის ფარგლებშიც გერმანიის ეროვნულმა ავიაკომპანიამ იტალიის ეროვნული გადამზიდავის ITA Airways-ის 41%-ი შეიძინა.
აქციონერთა კრებაზე ITA Airways-ის აღმასრულებელ დირექტორად Lufthansa-ს დირექტორი სტრატეგიის საკითხებში იორგ ებერჰარტი დაინიშნა
„ორ წელზე მეტი შრომისმოყვარეობის შემდეგ, კომპანიის ისტორიაში ეს ახალი ეტაპი საშუალებას მოგვცემს გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია და განვავითაროთ სტრატეგიული სინერგია, რაც ხელს შეუწყობს ITA Airways-ის, როგორც წამყვანი იტალიური ავიაკომპანიის ზრდას და სტაბილურობას“, – თქვა ებერჰარტმა.
გარიგების დასრულების შემდეგ, Lufthansa-მ მოიპოვა ოპერატიული კონტროლი ITA Airways-ზე, თუმცა იტალიის სახელმწიფო, რომელიც ადრე ფლობდა ავიაკომპანიის აქციების 100%-ს, ინარჩუნებს სტრატეგიული გადაწყვეტილებების გადახედვის უფლებას.
Lufthansa-მ იტალიური ავიაკომპანიის აქციებში 325 მილიონი ევრო გადაიხადა. გერმანული ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა კარსტენ სპორმა აღნიშნა, რომ ეს კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი შესყიდვის გარიგებაა