ავიაკომპანია Lufthansa-მ განაცხადა, რომ გამოაცხადა, რომ საბორტო კვების LSG Group-ში დარჩენილ წილს საინვესტიციო ფონდ Aurelius-ზე ყიდის. გერმანულმა ავიაკომპანიამ აღნიშნული ბიზნესი გასაყიდად ჯერ კიდევ სამი წლის წინ გამოიტანა.
ფლაგმანი გერმანული ავიაკომპანია იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს მას მეტი ფოკუსირება მოახდინოს თავის ძირითად ტურისტულ ბიზნესზე. როგორც კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა რემკო სტეენბერგმა განაცხადა გარიგება გააუმჯობესებს კომპანიის მომგებიანობას.
კომპანიამ განაცხადა, რომ მოელის, რომ გარიგება დადებით გავლენას მოახდენს მის საოპერაციო მარჟაზე და ინვესტირებული კაპიტალის კორექტირებულ ანაზღაურებაზე.
Lufthansa-მ და Aurelius-მა აღნიშნეს, რომ გარიგება სავარაუდოდ მე-3 კვარტალში დასრულდება. კომპანიებმა ფასების დეტალები არ დაასახელეს.
Lufthansa-მ 2019 წელს LSG Sky Chefs-ის ბიზნესიდან გათიშვა გადაწყვიტა. იმავე წლის ბოლოს კომპანიამ ამ ბიზნესის ევროპული ოპერაციები მიჰყიდა შვეიცარიულ ფირმა Gategroup-ს 1,1 მილიარდ ევროდ. პანდემიის გამო, ბიზნესის დარჩენილი ნაწილის გაყიდვა გადაიდო.