კარგი ამბავი A380-ის მოყვარულთათვის. გერმანული ავიაკომპანია Lufthansa გეგმავს 8-დან 4 ერთეული Airbus A380-ის ექსპლუატაციაში დააბრუნოს. ყველა მათგანი ჯერ კიდევ ავიაკომპანიის ავიაპარკში ირიცხება და 2020 წლის გაზაფხულიდან ინახებოდა.

მსგავსი ტიპის სულ 14 თვითმფრინავი იყო, რომლებიც მოთხოვნის აღდგენის ფონზე შორმაგისტრალურ ფრენებს დაუბრუნდებიან. მაგალითად ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებებზე.

დარჩენილი თვითმფრინავი მწარმოებელს დაუბრუნდება 2022 წლის ოქტომბერში. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯერ არ არის მიღებული.