არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai მიმდინარე ზაფხულისთვის რეკორდული მოთხოვნისთვის ემზადება. ავიაკომპანია სამი მილიონი მგზავრის მისაღებად ემზადება, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ყველაზე დატვირთული ზაფხული იქნება ავიაკომპანიის ისტორიაში. ზაფხულის განმავლობაში, flydubai-ს ქსელი 102 მიმართულებით,  თვეში საშუალოდ 8500 ფრენას ითვალისწინებს.

flydubai-ის ფრენები 30-ზე მეტ მიმართულებაზე, რომლებიც დროებით სრულდებოდა ალ მაკტუმის საერთაშორისო აეროპორტიდან (DWC) 23 ივნისიდან დაბრუნდება დუბაის საერთაშორისო აეროპორტში (DXB) DXB-ში, სადაც ასაფრენი ბილიკის განახლების 45-დღიანი პროგრამა წარმატებით დასრულდა. 9 მაისიდან 22 ივნისამდე პერიოდში გადამზიდავმა მგზავრებისთვის დისკომფორტი მინიმუმამდე დაიყვანა ორივე აეროპორტიდან ფრენებით.

უკვე ცნობილია, რომ 23 ივნისიდან ავიაკომპანია ფრენებს 11 მიმართულებით დაიწყებს, მათ შორისაა ბათუმის მიმართულება.

იმავდროულად, მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, flydubai ასევე გაზრდის ფრენების სიხშირეს ზოგიერთ პოპულარულ მარშრუტზე, მათ შორის დასახელებულია თბილისიც.