Lufthansa Group-მა კლიმატური ტექნოლოგიების სტარტაპთან პარტნიორობით პლატფორმა Squake აამოქმედა. Squake არის პლატფორმა, რომელიც ბიზნესებსა და კერძო მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოთვალონ ნახშირბადის რაოდენობა მთელი მათი მოგზაურობის პერიოდში. 

Squake  უერთდება სერვისის პროვაიდერებს სტანდარტული პროგრამირების ინტერფეისების (API) გამოყენებით. გამოთვლილი გამონაბოლქვი შეიძლება ანაზღაურდეს დაჯავშნის პროცესში კლიმატის დაცვის მთელი რიგი პროექტების გამოყენებით, რომლებიც სერტიფიცირებულია ინდუსტრიის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, როგორიცაა ოქროს სტანდარტი ან სტანდარტი Plan Vivo.
Lufthansa-ს ინოვაციების ცენტრის მმართველი დირექტორის ქრისტინე ვანგის განმარტებით, Squake-ს საშუალებით შესაძლებელია CO2-ის კომპენსაციის ექსპერტიზის განვახორციელოთ არა მხოლოდ ავიაციაში. მისივე თქმით, გრძელვადიანი მდგრადობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ ამ მიმართულებით კერძო სექტორის მხრიდან ერთობლივი მუშაობა მიიღწევა.