ავიაკომპანია Ryanair-ი გეგმავს, რომ უახლოესი 3 წლის განმავლობაში სამსახურში 2000 პილოტი აიყვანოს. პილოტები ირლანდიურ “ლოუქოსტერს” ახალი Boeing 737 Max-ებისთვის ესაჭიროება, რომელთა მიღებაც გასული თვიდან დაიწყო.

Ryanair-ი წელსვე ახალი თანამშრომლების გადამზადებას დაიწყებს, რათა ისინი მომავალი წლის ზაფხულისთვის სრულ მზადყოფნაში იყვნენ.

Ryanair ელოდება, რომ იზოლაციით დაღლილი მოგზაურები პლაჟებზე დასვენებას მოინდომებენ და მოხდება რეისების ზრდა. მთლიანობაში ავიაკომპანიამ 210 ერთეული Boeing 737 Max შეუკვეთა.

აღსანიშნავია, რომ Ryanair-ი Lufthansa-სა და Air France-KLM-ის მიერ თანამშრომელთა გათავისუფლებების ფონზე საკუთარი თანამშრომლების რაოდენობას ზრდის.