გერმანული ავიაკომპანია Lufthansa სპეციალური საიტის გაშვებას გეგმავს, სადაც მომხმარებელი თვითმფრინავებისთვის ეკოლოგიური საწვავის შეძენას შეძლებენ, რათა ატმოსფეროში ნახშოროჟანგის ემისიების მოცულობა შემცირდეს.
Lufthansa-ში აცხადებენ, რომ ეკოლოგიური საავიაციო საწვავის ანუ SAF-ს გამოყენება თითო რეისზე, ჰაერში ნახშიროჟანგის გამოფრქვევას 80%-ით ამცირებს.
სამაგიეროდ, საავიაციო ინდუსტრია კლიმატის აქტივისტების მხრიდან კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა შედარებით დიდი ნახშირბადის ნაკადის გამო, თუმც ავიაკომპანიები აღნიშნავენ, რომ ის მსოფლიოში ანთროპოგენური ემისიების მხოლოდ 2% -ს შეადგენს.
თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეკოლოგიური საწვავით გადაადგილება ავიამგზავრებს საკმაოდ ძვირიც უჯდება. მაგალითად მგზავრს ეკონომკლასით ფრანკფურტიდან ნიუ-იორკის მიმართულებით მოგზაურობა 374 ევროთი მეტი დაუჯდება, თუ კი ისეთ რეისზე ყიდულობ ბილეთს, რომელიც SAF-ს იყენებს.