Lufthansa საკუთარ ავიაპარკში მყოფ 14 ერთეული Airbus A380-ის გაჩერებას განიხილავს, რომლებიც ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებშია ბაზირებული. ამ ნაბიჯით ავიაკომპანია ცდილობს, მგზავრთა მხრიდან დაბალ მოთხოვნას და იმ ფინანსურ ზარალს უპასუხოს. რაც ავიაკომპანიას მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) გამო მოადგა.
იმავდროულად Lufthansa-მ და ზოგადად Lufthansa Group-ში გაერთიანებულმა ავიაკომპანიებმა შესაძლოა მიმდინარე კვირიდან ავიარეისების რაოდენობა 50%-ით შეამცირონ და არა 25%-ით, როგორც ადრე იყო გაჟღერებული.