ყოველ მეხუთე მგზავრს სურს, რომ თვითმფრინავი კაცმა პილოტებმა მართონ. როგორც Aviasales-ს კვლევებმა აჩვენა, ყოველ მეხუთე მგზავრს სურს, რომ ისეთი ავიარეისებით იფრინოს, სადაც პილოტი მამაკაცია. ექსპერტებმა 2500 ადამიანის აზრი შეისწავლეს და შესაბამისი დასკვნაც დადეს. კითხვაზე “მნიშვნელოვანია თუ არა, რომ პილოტი აუცილებლად მამაკაცი იყოს”, გამოკითხულთა 19%-მა აღნიშნა რომ “დიახ”. მხოლოდ 2%-მა აღნიშნა, რომ უპირატესობას მდედრობითი სქესის პილოტს მიანიჭებდა. 

მგზავრების ნაწილმა საკუთარი გადაწყვეტილება ახსნეს ნდობის ფაქტორით, ანუ მათთვის უფრო საიმედო მამაკაცი პილოტია. 

და რაც შეეხება გამოკითხულთა 79%-ს მათთვის პილოტთა სქესს მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პილოტი იყოს გამოცდილი