მალე, Lufthansa-ს თვითმფრინავებით ფრენის დროს სხვადასხვა საქონლის შეძენა შეუძლებელი იქნება. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მგზავრებმა ბორტზე ნაკლები შოპინგი დაიწყეს.
ამიერიდან ბორტზე სუნამოების, სიგარეტის, მზის სათვალის და სხვა საქონლის შეძენა შეუძლებელი იქნება.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება ხარჯების დაზოგვას უკავშირდება. არსებითად, Lufthansa აღარ იღებს მოგებას ბორტზე გაყიდვებიდან. ამის შესახებ Aero Telegraph ადრეც დაწერა.
ეს ცვლილება ავიაკომპანიის მთავარი ბრენდის ყველა რეისს ეხება.
ბორტზე გაყიდვები ზოგიერთ მარშრუტზე უკვე შეჩერებულია და შემოდგომიდან Lufthansa-ს ყველა რეისზე შეწყდება. ამავდროულად, ყველაფერი იგივე დარჩება ავიაკომპანიის duty-free და ონლაინ მაღაზიაში.
სხვა გერმანული ავიაკომპანიები, Lufthansa-სგან განსხვავებით, ჯერ არ გეგმავენ თვითმფრინავში გაყიდვებზე უარის თქმას. მაგალითად, Tuifly იუწყება, რომ მგზავრები აქტიურად ყიდულობენ საქონელს ბორტზე, განსაკუთრებით ისეთ შორ მანძილზე განხორციელებულ რეისებზე, როგორიცაა კანარის კუნძულები.
ბევრი ტურისტისთვის ბორტზე არსებული მაღაზია მოგზაურობის გამოცდილების ნაწილია.
Condor Airlines-ს ასევე არ აქვს გეგმაში ფრენის დროს გაყიდვების გაუქმება. ისინი რეგულარულად ამოწმებენ, რამდენად მომგებიანია ეს და აღნიშნავენ, რომ საქონელი კარგად იყიდება, განსაკუთრებით პოპულარულ კურორტებზე.