უმსხვილესი გერმანული ავიაკომპანია Lufthansa აპირებს მოითხოვოს კომპენსაცია რადიკალური გარემოსდაცვითი მოძრაობა Letzte Generation-ის („უკანასკნელი თაობა“) აქტივისტებისგან, რომელმაც ივლისის შუა რიცხვებში გადაკეტა ასაფრენი ბილიკები ჰამბურგისა და დიუსელდორფის აეროპორტებში, რამაც გამოიწვია ფრენების გაუქმება. საერთო ჯამში გაუქმდა რამდენიმე ათეული ფრენა.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, Lufthansa-ს სურს მოითხოვოს კომპენსაცია შეფერხებებისა და გაუქმების გამო არა მხოლოდ მისი, არამედ კონცერნის შვილობილი კომპანიების ყველა ფრენისთვის. თავდაპირველად კომპანიამ ზარალის ოდენობა არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ის მილიონობით ევროს შეადგენს. მხოლოდ Eurowings-ს, Lufthansa-ს შვილობილი კომპანიას, სამი დღის განმავლობაში 55 ფრენის გაუქმდა მოუწია.
როგორც ცნობილია, 13 ივლისს ეკო-რადიკალებმა გადაკეტეს ასაფრენი ბილიკები ჰამბურგის და დიუსელდორფის აეროპორტებში, რამაც ამ აეროპორტებში საჰაერო მიმოსვლის სერიოზული შეფერხება გამოიწვია. Letzte Generation საავტომობილო გზებზე სიჩქარის შეზღუდვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფების შემცირებასთან ერთად, ყველას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისკენ მოუწოდებს.
მოძრაობის წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ მოქმედებებს განახორციელებენ მანამ, სანამ გერმანიის ხელისუფლება ოპტიმალურ გადაწყვეტას არ მიიღებს.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მოძრაობა Letzte Generation-ის წევრებმა ჩაიდინეს 580 უკანონო ქმედება, 740 ადამიანზე იყო სისხლისსამართლებრივი დევნა.