Lufthansa თავისი კორპორატიული გადახდის სერვისის პროვაიდერის AirPlus-ის გაყიდვას გეგმავს. უცხოური მედია წერს, რომ გერმანული კომპანია შვედურ ბანკ SEB-ს 450 მილიონ ევროდ AirPlus-ის მიყიდვას უკვე დათანხმდა.
მოსალოდნელია, რომ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება საჭირო ნებართვების მიღების შემდეგ მომავალი წლის პირველ ნახევარში დასრულდება.
ცნობილია, რომ გაყიდვის შემდეგ, AirPlus-ი UATP გლობალური გადახდის ქსელის წევრად დარჩება.