Lufthansa Group-მა განაცხადა, რომ 2025 წელს დაახლოებით 10000 თანამშრომლის დაქირავებას გეგმავს. კომპანია აპირებს დაიქირაოს „2000 ბორტგამცილებელი, 1400 სახმელეთო მომსახურე პერსონალი და დაახლოებით 1300 ტექნიკური პერსონალი“, ნათქვამია განცხადებაში. კომპანია დასძენს, რომ ის ასევე ეძებს 1200 ადმინისტრაციულ პერსონალს და 800 ახალ პილოტს.

კომპანიამ განაცხადა, რომ ახალი თანამშრომლების ნახევარზე მეტი გერმანიაში იმუშავებს.

Lufthansa-ს შვილობილი ავიაკომპანიები Eurowings და Austrian Airlines ასევე გეგმავენ ასობით ახალი თანამშრომლის დაქირავებას.

Lufthansa-მ აღნიშნა, რომ ის კვლავინდებურად მუშაობს „ეფექტურობის გაუმჯობესების პროგრამის“ ფარგლებში და ყველა ამ თანამდებობის დაკავების შემთხვევაშიც, მას მაინც მოუწევს უფრო ნაკლები ახალი ადამიანის დაქირავება, ვიდრე 2024 წელს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიამ 30 000 ახალი თანამშრომელი დაიქირავა.

მთლიანობაში 90 ქვეყანაში Lufthansa-ში დაახლოებით 100,000 ადამიანია დასაქმებული.