პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines 14-15 აგვისტოს ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება:
• 14 აგვისტო, ვარშავა – თბილისი (გამოფრენა პოლონეთის დროით 21:45, ჩამოფრენა 15 აგვისტოს, საქართველოს დროით 03:25);
• 15 აგვისტო, თბილისი – ვარშავა (გაფრენა საქართველოს დროით 04:25, ჩაფრენა პოლონეთის დროით 06:10);
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა, დღეს, 7 აგვისტოს მიენიჭა.
საქართველოში LOT-ის გენერალური გაყიდვების სააგენტო LOT Travel LTD-ის ინფორმაციით, აღნიშნულ რეისზე ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს:
ვარშავა – თბილისი 200 ევროს ექვივალენტი ლარში,
თბილისი – ვარშავა 350 ევროს ექვივალენტი ლარში.
გარდა ამისა, შესაძლებელია ვარშავიდან სხვადასხვა მიმართულების შეძენაც, ეს იქნება ცალკე ბილეთი და მგზავრს მოუწევს რეგისტრაციის თავიდან გავლა.
ასევე, მგზავრმა თავად უნდა გადაამოწმოს ჩაფრენის ქვეყნის რეგულაციები კოვიდთან დაკავშრებით. აქ.
! ბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება !