კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე ჩატრერული ავიარეისის განხორციელებას გეგმავს. ფრენა 15 აგვისტოს იგეგმება და აღნიშნული რეისით მგზავრების ტრანსპორტირება მხოლოდ თბილისი-დოჰას მიმართულებაზე მოხდება. ანუ Qatar Airways-ის საჰაერო ხომალდი დოჰა-თბილისის რეისს ცარიელი ბორტით შეასრულებს და მგზავრებს მხოლოდ საქართველოდან გაიყვანს. აღსანიშნავია ისიც, რომ ავიაკომპანიას 15 აგვისტოს რეისზე ჯერჯერობით მარეგულირებლისგან შესაბამისი ნებართვა არ აქვს. 

ირკვევა ისიც, რომ Qatar Airways-ი ბილეთების რეალიზაციისას განსაკუთრებული აქცენტს აშშ-ს მიმართულებით ტრანზიტული ფრენის მსურველ მგზავრებზე გააკეთებს.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის გამო რეგულარული ფრენების შეჩერების შემდეგ (21 მარტი) ავიაკომპანია Qatar Airways-მა საქარველოს მიმართულებით ერთი ჩარტერული რეისის განახორციელა.