LOT Polish Airlines-ი Boeing-ს ზარალის ანაზღაურებას მოსთხოვს, რაც ავიაკომპანიამ მის ავიაპარკში არსებული Boeing 737 MAX-ების გაჩერების გამო მიიღო. ავიაკომპანია ასევე Boeing-ს კომპენსაციის გადახდასაც მოსთხოვს.

როგორც ცნობილია, დღეის მდგომარეობით LOT Polish Airlines-ის ავიაპარკში 5 ერთეული Boeing 737 Max 8 ირიცხება. იმავდროულად, კომპანიას 10 ანალოგიურ თვითმფრინავზე შეკვეთა აქვს გაკეთებული, საიდანაც ერთ-ერთი პოლონეთში უკვე რამდენიმე კვირაში ჩავა.

Boeing 737 Max-ის გაჩერების შემდეგ LOT-ს რამდენიმე ხომალდის დაქირავება მოუხდა, რათა საკუთარი ვალდებულებები შეესრულებინა.

შეგახსენებთ, რომ Lion Air-სა და Ethiopian Airlines-ის კუთვნილი Boeing 737 Max-ების ავიაკატასტროფების შემდეგ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამ მოდელის Boeing-ების გაჩერებაზე. ამ ფაქტმა კი ავიაკომპანიებს ფინანსური ზარალი მოუტანა.