პოლონური ავიაკომპანია LOT-ი ახალ მიმართულებას ამატებს. როგორც ირკვევა LOT – Polish Airlines-ის რიგით მე-100 მიმართულება LCY –LONDON CITY APT იქნება. ავიაკომპანია ვარშავიდან ლონდონის გულის – ლონდონის ცენტრალურ აეროპორტში რეისების განხორციელებას 2019 წლის 7 იანვრიდან დაიწყებს და დღეში ორ რეისს განახორციელებს.
აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენები ახალი Embraer 190-ით განხორციელდება.