პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი 2027 წლისთვის მგზავრთნაკადის მინიმუმ 2-ჯერ  ზრდას გეგმავს, აღნიშნულის შესახებ განცხადება ავიაკომპანიის პრეზიდენტმა პაფამ მალჩარსკიმ გააკეთა.

ამ დროისათვის LOT-ის მენეჯმენტი განვითარების ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, ავიაკომპანიის პრეზიდენტის თქმით საუბარია არამხოლოდ LOT-ის განვითარებაზე, არამედ Polska Grupa Lotnicza-ს სხვა ავიაკომპანიების განვითარებაზეც. ამისათვის კი ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, რომ ვარშავის შოპენის აეროპორტთან თანამშრომლობა მაქსიმუმამდე გაზარდოს.

2027 წლისთვის ვარშავაში მეგაეროპორტის გახსნა იგეგმება, რაც ავიაკომპანიას მგზავრთნაკადს კიდევ უფრო გაუზრდის.

დღეისათვის LOT-ის მომსახურებით წელიწადში 10 მლნ-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს და ახალი აეროპორტის გახსნისთვის ავიაკომპანიის მგზავრთნაკადი წელიწადში 25 მლნ-მდე გაიზრდება