British Airways-ი და Ryanair-ი ყველაზე გულგრილ ავიაკომპანიებად აღიარეს, რადგანაც ისინი ხშირად მგზავრთა ჩივილებს უგულვებელყოფენ. აღნიშნულ დასკვნამდე ბრიტანელ მომხმარებელეთა ასოციაცია Which? მივიდა.

ექსპერტებმა 2.5 ათასი მგზავრი გამოკითხეს, რომელთაც რეისმა დააგვიანა ან გადაიდო. Which?-ის ექსპერტებმა მგზავრებს ასევე სთხოვეს, რომ შეეფასებინათ ავიაკომპანიის პერსონალი მათთან დამოკიდებულებით და ზოგადად მათი პრობლემის მოგვარების ხარისხით.

გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 44%-ი ავიაკომპანიის თანამშრომელთა გულისხმიერებით უკმაყოფილოა. ზოგიერთი იმასაც კი აცხადებს, რომ აეროპორტში ავიაკომპანიის წარმომადგენელი საერთოდ ვერ იპოვეს და მათთვის პასუხი არავის არ გაუცია. ხოლო ისინი, ვინც აეროპორტში ავიაკომპანიის წარმომადგენელი იპოვა, ყოველი მეხუთე მგზავრი ამბობს, რომ მათგან სათანადო დახმარება არ მიუღია.
ირკვევა, რომ მგზავრთა უკმაყოფილების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ავიაკომპანია British Airways-ზე მოდის. ავიაკომპანიის მგზავრთა 75%-ს რეისის დაგვიანებისთვის ან გაუქმებისთვის პერსონალიდან არანაირი ყურადღება არ მიუღია. ანტირეიტინგში მეორე ადგილზეა Ryanair-ი(მგზავრთა 63%-იანი უკმაყოფილებით), ხოლო მესამეზე  EasyJet (მგზავრთა 49%-იანი უკმაყოფილებით).

ყველაზე პასუხისმგებლიან ავიაკომპანიად კი Norwegian Air-ი და Jet2-ი აღიარეს, რომელთა პერსონალმაც  მგზავრებს მაღალხარიხიანი მომსახურება გაუწია. ამ ავიაკომპანიების მომსახურეობით კმაყოფილი მგზავრთა 92%-ია.