პოლონეთის საავიაციო ჯგუფმა (PGL), რომელიც პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ის მფლობელია, გერმანული ავიაკომპანიის Condor Airlines-ის შეძენაზე უარი განაცხადა. PGL-ის დირექტორთა ოფისმა გადაწყვეტილება უკვე დაადასტურა.
“ვადასტურებთ, პოლონეთის საავიაციო ჯგუფმა ოფიციალურად აცნობა Condor-ს ავიაკომპანიის შეძენის საქმიდან გასვლის შესახებ”, აცხადებენ კომპანიაში.
საგულისხმოა ის ფაქტიც რომ გერმანიის მთავრობა აღნიშნული გარიგების შესაძლებლობას განიხილავდა კიდეც. როგორც რამდენიმე დღის წინ AviaNews.ge წერდა, გარიგების ჩაშლის შემთხვევაში გერმანიის მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა ავიაკომპანია Condor-ის მართვა საკუთარ თავზე აიღოს. ანგელა მერკელის მტავრობა არ გამორიცხავდა, რომ COVID-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის ფონზე შესაძლოა LOT Polish Airlines-ს Condor-ის ყიდვაზე უარი ეთქვა.
შეგახსენებთ, რომ Condor-ი წარმოადგენს Thomas Cook-ს დანაყოფს, რომლის გაკოტრების შესახებ ინფორმაცია 2019 წლის სექტემბერში გაჟღერდა.
მაშინ 380 მლნ ევროს კრედიტმა ავიაგადამზიდავი გადაარჩინა და მან არსებობა შეძლო.