LOT Polish Airlines-ის Boeing 787 Dreamliner (n/n SP-LRA) იძულებული გახდა ნიუ-იორკში ავარიული დაშვება იმის გამო განეხორციელებინა, რომ სალონში ილუმინატორი იყო გაბზარული.
თვითმფრინავი ვარშავიდან ნიუ-იორკის ჯონ კენედის (JFK/LJFK) სახელობის აეროპორტის მიმართულებით ასრულებდა რეისს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშვების დროს თვითმფრინავი ძლიერი ტურბულენტობის ზონაში მოხვდა. ეკიპაჟი დაუკავშირდა ავიამეთვალყურეს და სასწრაფო დაშვება მოითხოვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა დამატებითი ინციდენტის გარეშე.