აეროპორტი “სტამბოლი” აგვისტოში მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტების TOP-10-შია. აღნიშნული რეიტინგი მსოფლიოს წამყვანი პროვაიდერის Official Airline Guides (OAG) მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით მომზადდა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტის რეიტინგი 9 პუნქტითაა დაწინაურებული. მიმდინარე რეიტინგის თანახმად “სტამბოლმა”  მე-14 პოზიციიდან მე-5 პოზიციაზე გადმოინაცვლა

მსოფლიოში ყველაზე დატვირთულ აეროპორტების რეიტინგში ლიდერი კვლავ ​ჰარტსფილდ-ჯექსონის ატლანტას საერთაშორისო აეროპორტია. შემდეგ მოდის დუბაის საერთაშორისო აეროპორტი და ფორტ უორტი დალასში.

მეოთხე ადგილზეა ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტი.