LOT Polish Airlines-ი თბილისიდან პოლონეთის ქალაქების მიმართულებით ფასდაკლების აქციას აცხადებს. LOT-ის საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ საზაფხულო აქციის ფარგლებში შეძენილი ავიაბილეთებით მოგზაურობა 2018 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2019 წლის 31 მარტის პერიოდში უნდა მოხდეს. ხოლო ბილეთების შეძენა კი 14 აგვისტომდე.
WARSAW GEL 418.00 (ორი გზა)
GDANSK GEL 506.00 (ორი გზა)
SZCZECIN GEL 506.00 (ორი გზა)
POZNAN GEL 506.00 (ორი გზა)
ZIELONA GORA GEL 506.00 (ორი გზა)
WROCLAW GEL 506.00 (ორი გზა)
KATOWICE GEL 506.00 (ორი გზა)
KRAKOW GEL 506.00 (ორი გზა)
RZESZOW GEL 506.00 (ორი გზა)
LUBLIN GEL 506.00 (ორი გზა)
ფასები მოცემულია მოსაკრებლების ჩათვლით:
ფრენები სრულდება თბილისიდან ვარშავის გავლით! დეტალური ინფორმაციისათვის დარეკეთ: 2937373 ან 2554455.
LOT Polish Airlines-ი დაარსდა 1929 წლის 1 იანვარს. 2003 წლიდან LOT-ი არის Star Alliance-ის წევრი. LOT-ი დაფრინავს 92 მიმართულებით, აქედან 51 ქალაქი არის პირდაპირი რეისი ვარშავიდან. ვარშავა-თბილისის მიმართულებით კი ასრულებს რეგულარულ რეისებს 2010 წლის 16 სექტემბრიდან
LOT-ს ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე უახლესი და თანამედროვე ფლოტი ევროპაში. LOT-ის საჰაერო ხომალდების შემადგენლობაშია ინტერ ალია ბომბარდიერი, ემბრაერ 195 და 5 დრიმლაინერი, რომლის რაოდენობაც უნდა გაიზარდოს 8 მდე.