LOT Polish Airlines-ი მაიამის მიმართულებით იწყებს ფრენებს. კომპანიის ინფორმაციით, ვარშავა-მაიამი-ვარშავას მიმართულებაზე რეგულარული რეისების განხორციელებას LOT Polish Airlines-ი 2019 წლის 1-ელი იანვრიდან შეუდგება.
ახალი მიმართულებით ავიაკომპანია რეისებს კვირაში 4 სიხშირით განახორციელებს. აღნიშნულ მარშრუტზე LOT Polish Airlines-ი ოპერირებას Boeing 787-8 Dreamliner-ით განახორციელებს.