პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი 12 სექტემბერს ვარშავა-თბილისი-ვარშავას საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ავიარეისს განახორციელებს. ჩარტერული რეისი იქნება გამყვანი და მგზავრებს მხოლოდ თბილისი-ვარშავას მიმართულებაზე მოემსახურება.

ავიაკომპანიის გენერალური გაყიდვების სააგენტო LOT Travel-ში განმარტავენ, რომ რეისი – LO7258, რომელიც 12 სექტემბერს შესრულდება ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაიწყო და თბილისი-ვარშავას მიმართულებაზე ბილეთის ფასი შეადგენს 1400 ლარს. ფასი მოიცავს ჩასაბარებელ ბარგს – 20კგ და ხელბარგს – 5კგ​.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია  LOT Travel-ის ოფისში როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.

“ბილეთების დისტანციურად შეძენის შემთხვევაში გთხოვთ ელ ფოსტაზე მოგწერეთ შემდეგი დეტალები:
❗️ გვარი/სახელი პასპორტის მიხედვით
❗️საკონტაქტო დეტალები (ელ ფოსტა და ტელეფონი)
❗️მიმართულება,თარიღი

✈️ასევე შესაძლებელია ვარშავიდან სხვადასხვა მიმართულების შეძენაც, ეს იქნება ცალკე ბილეთი და მგზავრს მოუწევს რეგისტრაციის თავიდან გავლა.

!აქვე გაცნობებთ რომ მგზავრმა უნდა დაადასტუროს მგზავრობის მიზნობრიობა შესაბამისი საბუთების წარმოდგენით!

! ბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება !

ოფისი მუშაობს სტანდარტული რეჟიმით

ორშაბათი პარასკევი
10:00 – 1900
შაბათი
10:00—16:00

PS.
მარიამობას, 28.08.20 სამუშაო გრაფიკი იქნება 10:00-15:00

დაგვიკავშირდით
ტელ: 2554455/2937373
მეილი: lot@lottravel.ge”, აღნიშნულია LOT Travel-ის განცხადებაში.