მთავრობის ხელშეწყობით, 8 სექტემბერს, თბილისი-ბუდაპეშტის მიმართულებით სტუდენტებისთვის კიდევ ერთი სოციალური რეისი შესრულდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, რეისი ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ევროპაში სწავლის გაგრძელების მიზნით გაემგზავრონ.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენს კოლეგებთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და განათლების სამინისტროსთან, ასევე ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად ჩვენ ვიმუშავეთ და შედეგად, 8 სექტემბერს უკვე ჩაინიშნა სოციალური სუბსიდირებადი ჩარტერული ფრენა. ამ რეისის მეშვეობით სტუდენტები, ვინც სწავლობს უნგრეთში ან ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, შეძლებენ ბუდაპეშტში ჩასვლას”,  – აღნიშნა ნათია თურნავამ. 
რეისს ავიაკომპანია Myway Airlines-ი შეასრულებს.