ლონდონის სტანსტედის აეროპორტი ბიოდეგრარიდებად ჩანთებს ტესტავს, რომლითაც მგზავრს ბორტზე სითხის ატანა შეეძლება. ამ კვირაში აეროპორტი მსგავს 50 ათას ჩანთას მიიღებს. 

2006 წლიდან ამოქმედებული რეგულაციის მიხედვით, ბრიტანეთის აეროპორტებში მგზავრებმა ყველა სახის სითხე, აეროზოლი და გელი გამჭვირვალე პაკეტებში უნდა მოათავსონ. არსებული სტატისტიკური მონაცემებით კი მხოლოდ ლონდონის სტანსტედის აეროპორტს 1 წლის განმავლობაში 11 მლნ-მდე პოლოეთილენის პარკის გატარება უწევს. 

ინიციატივის მიზანია, რომ მოგზაურობა გახდეს უფრო ეკოლოგიური. ამიერიდან მგზავრებს შეუძლიათ სითხე გადაიტანონ როგორც პლიეთილენის ასევე ბიოდეგრადირებადი ჩანთებით, თუმცა აეროპორტი მგზავრს ბიოდეგრარირებადი ჩანთების გამოყენებას ურჩევს.