ჰითროუს აეროპორტმა თებერვალში 5,8 მილიონი მგზავრი გადაიტანა, რაც საუკეთესო თვეა ლონდონის აეროპორტის ისტორიაში.
მიმდინარე წელი ნახტომია და 29 თებერვალს აეროპორტმა 207 ათასი მგზავრი მიიღო.
როგორც აეროპორტის პრესრელიზშია აღნიშნული, 2023 წლის მარტიდან 2024 წლის თებერვლამდე მგზავრთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა და 80,3 მილიონ ადამიანს მიაღწია.
სატვირთო მიმოსვლის მოცულობა თებერვალში წლიური თვალსაზრისით 21,6%-ით გაიზარდა – 128 ათას ტონამდე. 12 თვის განმავლობაში ტვირთის გადაზიდვა 6,8%-ით გაიზარდა და 1,47 მლნ ტონა შეადგინა.
ლონდონის აეროპორტი მეოთხე ყველაზე დატვირთულია მსოფლიოში