ვარშავის შოპენის აეროპორტში შემოწმებების გამარტივებას გეგმავენ: შემოწმების დროს არ იქნება საჭირო ელექტროტექნიკის ამოღება  ჩანთიდან და ხელბარგში სითხის მოცულობა აღარ იქნება შეზღუდული.
ირკვევა, რომ აეროპორტი შეიძენს ახალ კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანერებს, რომლებიც შეძლებენ უფრო დეტალურად გაარკვიონ, რა არის ბარგში. მსგავსი სკანერები უკვე სატესტო რეჟიმში მუშაობს ლონდონში, მიუნხენსა და ამსტერდამში.
“ეს იქნება რევოლუციური ცვლილება. მაგრამ ჯერ ნაადრევია საუბარი აეროპორტში სკანერების დანერგვის კონკრეტულ თარიღებზე. ამჟამად ამ მოწყობილობების შესაძენად სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპზე ვართ“, –  – აცხადებენ აეროპორტის პრესსამსახურში.