ავიაკომპანია Lion Air-ის მგზავრები „უბილეთო მგზავრმა“ შეაშინა. Lion Air-მა ინდონეზიის ქალაქ პეკანბარუდან ჯაკარტას მიმართულებით რეისი შეასრულა. მგზავრებს თვითმფრინავი უნდა დაეტოვებინათ, სწორედ ამ დროს ერთ-ერთმა მგზავრმა ბორტზე 30 სანტიმეტრის სიგრძის მორიელი დააფიქსირა.
The Sun წერს, რომ როდესაც თვითმფრინავი დაეშვა და მგზავრებმა საკუთარი ჩანთების აღება სცადეს, ამ დროს ერთ-ერთ ბარგის მოსათავსებელ თაროზე მორიელი აღმოჩნდა. შეშინებულმა მგზავრებმა სპეციალური ღილაკის მეშვეობით პერსონალს უხმეს, თუმცა მათთან არავინ არ მისულა. ამიტომ მგზავრებმა თავს უშველეს და თვითმფრინავის სალონი სწრაფად დატოვეს.