საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის(ICAO) გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით, „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან კარანაძე ICAO-ს გლობალურელჩად დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ ICAO-მ გლობალური ელჩების პროგრამა წელს პირველად დაიწყო. ორგანიზაციის 193 წევრი სახელმწიფოდან ამჟამად მხოლოდ 24 გლობალური ელჩი არის შერჩეული.
ICAO-ს გლობალური ელჩების პროგრამა მიზნად ისახავს პროფესიონალებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების ჩართულობით ავიაციის სექტორისმნიშვნელობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლებას.
პროგრამის ფარგლებში ლევან კარანაძე განახორციელებს საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო აქტივობებს, მონაწილეობას მიიღებს მაღალიდონის ღონისძიებებში, მედიასთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეხვედრებში ავიაციის პროფესიებისა და სექტორის პოპულარიზაციისმიზნით.
გლობალური ელჩის მანდატი ორი წლის ვადით განისაზღვრა და განხორციელდება ICAO-ს 2026–2050 წლების სტრატეგიული გეგმის მხარდაჭერისფარგლებში.












