ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) სააერნაოსნო მომსახურების ინსტიტუტი (IANS) წელს ორმოცდაათი წლის იუბილეს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური საზეიმო ღონისძიება ლუქსემბურგში 26 ივნისს გაიმართა, სადაც EUROCONTROL-ის გენერალურ დირექტორთან იმონ ბრენანთან და სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად სიტყვით გამოვიდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ღონისძიების მასპინძლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და ქართულ მხარესა და EUROCONTROL-ის სააერნაოსნო მომსახურების ინსტიტუტს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქაერონავიგაციის არაერთმა თანამშრომელმა გაიარა გადამზადება და აიმაღლა კვალიფიკაცია.
IANS-ის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ოფიციალურ ღონისძიებას ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიერ ბეტელი დაესწრო.