საავიაციო სატვირთო კომპანია Lasare – International Air Cargo Terminal-ი თურქეთის გავლით, ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. კომპანიის ინფორმაციით, ტვირთების ტრანსპორტირება ჩინეთიდან შესაძლებელია შემდეგი ქალაქებიდან: შანხაი, პეკინი და გუანჯოუ.
“მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, საჰაერო მიმოსვლა ძალიან შეიზღუდა, ხოლო თბილისის მიმართულებით მხოლოდ სატვირთო ფრენები ხორციელდება.
Lasare გთავაზობთ ტვირთის ავიაგადაზიდვას ჩინეთის შემდეგი ქალაქებიდან: შანხაი, პეკინი და გუანჯოუ.
ჩვენი პარტნიორი კომპანია ახორციელებს ჩარტერულ რეისს ჩინეთიდან სტამბულის მიმართულებით, ხოლო შემდეგ Turkish Airlines-ის სატვირთო რეისით ტვირთი ტრანზიტის სახით გამოიგზავნება თბილისის აეროპორტში.
პირველი ჩარტერული რეისი ჩინეთიდან სტამბულის მიმართულებით შესრულდება 20 აპრილს!
ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით – logistics@lasare.ge
ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში აღდგება ფრენები, ჩვენ ერთად დავამარცხებთ COVID19-ს”, განმარტავენ Lasare-ში.