ყველაზე ხშირად ავიამგზავრები რეისზე საცობების, გზებზე სარემონტო სამუშაოების ან ავარიების მიზეზით აგვიანებენ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Ozon.travel-ი ავრცელებს.

Ozon.travel-მა საკუთარ კლიენტებზე დაყრდნობით კვლევა მოამზადა და დაადგინა, რომ მგზავრთა 43%-ს ერთხელ მაინც დაუგვიანია აეროპორტში გზებზე სარემონტო სამუშაოების, საცობების ან ავარიის გამო.

Ozon.travel-მა კვლევა 2 ათასზე მეტი მომხმარებლის კვლევების საფუძველზე შეადგინა. კვლევის თანახმად, მგზავრთა 28%-მა აღიარა, რომ აეროპორტში დააგვიანა იმიტომ, რომ სახლიდან საკმაოდ გვიან გამოვიდა. 19%-ი კი აცხადებს, რომ აეროპორტში დააგვიანეს ან საერთოდ არ მისულან ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესების გამო. 7%-ის აზრით, მათ აეროპორტში მისვლა გადაუდებელი საქმეების გამო მოუხდათ. მხოლოდ 3%-იც აცხადებს, რომ არასოდეს დაუგვიანიათ აეროპორტში და რეისიც არასოდეს გაუცდენიათ.