KTW ჯგუფი სრული პასუხისმგებლობით იზიარებს ქვეყანაში შექმნილ  ვითარებას და სურს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადოს  სახელმწიფოს კორონავირუსთან (COVID 19) ბრძოლის მიმართულებით.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა პრობლემატური იყოს ქვეყანაში საკარანტინო ზონების მობილიზება. ეს პრობლემა მწვავედ დგას  კონკრეტულად კახეთის რეგიონშიც. შესაბამისად, KTW  ჯგუფი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს სასტუმრო-კომპლექსი “Akhasheni Wine Resort& spa”, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს, დროებით სრულად დაუთმოს სახელმწიფოს, საკარანტინო ზონად გამოსაყენებლად.

სასტუმრო „Akhasheni Wine Resort&Spa”, მოიცავს 41 სასტუმრო ნომერს, მათ შორის ადაპტირებულ ნომრებს  შშმ პირებისთვის. შესაბამისად, ამ ლოკაციაზე კომფორტული საკარანტინო ზონის მოწყობაა შესაძლებელი.

KTW ჯგუფი იმედს გამოთქვამს, რომ ჩვენი სახელმწიფო და ზოგადად მსოფლიო მოკლე დროში შეძლებენ ამ გლობალურ პრობლემასთან გამკლავებას და სულ მალე ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.