უკრაინამ ვერტმფრენი გამოყო, რომელიც საჭიროებისამებრ, კორონავირუსით დაავადებული ადამიანების ტრანსპორტირებას მოახდენს. “მი-8”, ვერტმფრენი რომელიც გამოიყენება სანიტარული სამუშაოებისთვის, 24 საათის განმავლობაში იმორიგევებს და საჭიროებისამებრ დაეხმარება ადამიანებს. როგორც ქვეყნის შს მინისტრი არსენ ავაკოვი განმარტავს, აღნიშნული ვერტმფრენი გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდა. იგი გადაუდებელი ხელშეკრულების პირობით გადაეცა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს. ვერტმფრენის ეკიპაჟი და სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს იმ ექიმთა ჯგუფს, რომლებმაც გაიარეს სპეციალური მომზადება.
”ეს ადამიანები მუშაობდნენ ებოლას ეპიდემიის დროს – მათ მოახდინეს პაციენტების ევაკუაცია და ჩაატარეს სამაშველო ოპერაციები. ერთ რეისზე ვერტმფრენს 4-6 ავადმყოფის გადაყვანა შეუძლია. ვერტმფრენით ევაკუაცია შესაძლებელია 1200 კმ-ის მანძილზე, ანუ ჩვენი ქვეყნების მთელ ტერიტორიაზე”, განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა.
როგორც მინისტრმა დასძინა, ვერტმფრენი აღჭურვილია BIO-BAG EBV-30/40 საიზოლაციო კაფსულით, ბიოდამცავი კომპლექტით, სადეზინფექციო საშხაპით, საიზოლაციო პალატის და სპეციალური მოდულით, რომლითაც კაფსულა ფრენის დროს ფიქსირდება.