საქართველოს კორონავირუსის გამო ჩინეთთან და ირანთან შეწყვეტილი ფრენები 4 თვეში მხოლოდ ტურიზმს შემოსავლის 10%-ს აკარგვინებს, – ასეთია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის ვახტანგ ჭარაიას მოსაზრება.
როგორც ჭარაია Fecebook-ის პირად გვერდზე წერს, თუ კი ვირუსი უახლოეს თვეებში კონტროლს არ დაექვემდებარება, მაშინ შესაძლოა გაიზარდოს ჩაკეტილი ქვეყნების და შესაბამისად საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის სექტორებისთვის მიუღებელი შემოსავლის მოცულობაც გაიზრდება.
ჭარაიას განმარტებით, სამწუხაროდ ეს არის ფასი, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიღოს, მხოლოდ სიფრთხილის გამოჩენისთვის.
“კორონავირუსი გვიტევს?!
ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვას უკვე ირანიდან ფრენების აკრძალვა მოჰყვა. თუ ვირუსი უახლოეს თვეებში კონტროლს არ დაექვემდებარა შესაძლოა გაიზარდოს ჩაკეტილი ქვეყნების და შესაბამისად მიუღებელი შემოსავლის მოცულობაც.
კერძოდ, მომდევნო მაგალითად 4 თვეში თუ საკითხი არ დასტაბილურდა:
– მხოლოდ ჩინეთიდან პირდაპირი საჰაერო ფრენების აკრძალვით, წინა წლის ანალოგს თუ დავეყრდნობით (პოტენციური ზრდის დინამიკის გარეშე), შესაძლოა დავკარგოთ დაახლოებით 13-14 ათასი ვიზიტორი, რაც ფინანსურ გამოსახულებაში თითო ჩინელი ვიზიტორის მიერ საშუალოდ დახარჯული 2253 ლარის გათვალისწინებით, დაახლოებით 30 მილიონს უდრის.
– იგივე პირობით ირანთან მიმართებაში საქართველომ მომდევნო 4 თვის განამავლობაში მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვით შესაძლოა 26-27 ათაში ვიზიტორი დაკარგოს, რაც ამ კატეგორიის ვიზიტორების საშუალო ხარჯის 2715 ლარის გათვალისწინებით, დამატებით დაახლოებით 70 მილიონი ლარის დანაკლის ნიშნავს.
==============
ჯამში, მხოლოდ ჩინეთის და ირანის, მხოლოდ 4 თვის და მხოლოდ საჰაერო გზით დაბლოკვის შემთხვევაში, საქართველო ტურიზმიდან ვერ მიიღებს მოსალოდნელ 100 მილიონ ლარს.
ერთი შეხედვით ეს 100 მილიონი არც ისე ბევრია, თუმცა თუ 4 თვის შემოსავლებთან მიმართებაში შევხედავთ წინა წლის ანალოგების გამოყენებით, ტურიზმის სექტორში ეს შემოსავლების დაახლოებით 10%-იან კლებას ნიშნავს, მთლიანად ეკონომიკისთვის კი ტვირთი რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად დაბალია.
სამწუხაროდ ეს არის ფასი, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიღოს, მხოლოდ სიფრთხილის გამოჩენისთვის. იმედს ვიტოვებ ამ სიას არ შეემატება იტალიაც, სადაც ვირუსი ბოლოს დროს შედარებით გააქტიურდა ან/და ირანის და საქართველოს რომელიმე საზიარო მეზობელი ქვეყანაც… ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ პირდაპირი საჰაერო ფრენების შეზღუდვაც რისკ მთლიანად არ აგვარებს, მოკლედ საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე ვდგავართ…”, – აცხადებს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი ვახტანგ ჭარაია.