ინციდენტი მავრიკის აეროპორტში. ავიაკომპანია Alitalia-ს მგზავრებს, რომელიც რომიდან ასრულებდა რეისს თვითმფრინავდან გადმოსვლის საშუალება არ მისცეს. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, მავრიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სახელმწიფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესვლის უფლება მიეცემათ იმ შემთხვევაში თუ კი ისინი კარანტინს გაივლიან.

მგზავრებისთვის ალტერნატივა იყო ის, რომ იმავე თვითმფრინავით უკან დაბრუნებულიყვნენ.

პირველადი შემოწმების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ლომბარდიიდან და ვენეტოდან მხოლოდ 70 მგზავრი დაეტოვებინა თვითმფრინავის ბორტზე. ხოლო სხვა ყველა მგზავრს  კარანტინის გარეშე ქვეყანაში შესვლის უფლება მისცა. 

მავრიკი ეს კუნძულოვანი სახელმწიფოა ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ აფრიკაში. მავრიკის დედაქალაქია პორტ-ლუი, რომელიც კუნძულ მავრიკზე მდებარეობს.