ავიაკომპანია Korean Air-მა, Asiana Airlines-თან შერწყმის წინ, მსხვილი გარიგება დადო ფართო ტანის Airbus A350 თვითმფრინავების შესაძენად.
სამხრეთ კორეის გადამზიდავმა განაცხადა, რომ 2 აპრილს ხელი მოაწერა მტკიცე შეკვეთას ევროპულ მწარმოებელთან 33 თვითმფრინავზე: 27 A350-1000 და ექვსი A350-900.
Korean Air-ი A350-ებით არ ოპერირებს, მაგრამ Asiana-ს ფლოტში 15 ერთეული A350-900 თვითმფრინავი ჰყავს; შეკვეთა კიდევ 15 ერთეულ A350-ზეა გაკეთებული. ახალი კონტრაქტი “განიხილება, როგორც მომზადება Asiana-სთან ინტეგრაციისთვის”, – თქვა Korean Air-მა.
არსებობს ვარაუდი, რომ A350-1000 გამოყენებული იქნება ორსართულიანი A380-ის ჩასანაცვლებლად. Korean Air-ს თავის ფლოტში 10 ერთეული A380 ჰყავს, ხოლო თავის ფლოტში, ხოლო Asiana Airlines-ს 6 ერთეული.