სამხრეთ კორეის ავიაკომპანია Korean Air-მა ამერიკულ Boeing-თან და GE Aerospace-თან 50-მდე თვითმფრინავის შესყიდვაზე ხელშეკრულება გააფორმა, საუბარია საერთო ჯამში დაახლოებით 32 მილიარდი დოლარის გარიგებაზე.

„შეთანხმება ითვალისწინებს Korean Air-ის მიერ 50-მდე Boeing-ისგან 50-მდე თვითმფრინავის შეძენას, რომლებიც იქნება GE Aerospace-ის ძრავებით“, – ნათქვამია აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის დოკუმენტში. აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების ხელმოწერა გასულ კვირაში შედგა.