ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ქართული ქსელური Coffee Shop კოფისტა გაიხსნა. ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე ლევან ცხადაძემ, აღმასრულებელმა მენეჯერმა ანი ჩიქოვანმა და კოფისტას დამფუძნებელმა მიხეილ ფარულავამ მიიღეს. კოფისტა თბილისში 2015 წლიდან მოქმედებს და 9 ობიექტს ფლობს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში კომპანიისთვის პირველი რეგიონალური ქსელია.

“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების მატებასთან ერთად გვემატება სერვისებიც. მოხარულები ვართ, რომ ქართულმა ქსელურმა კომპანია “კოფისტამ” რეგიონებში გაფართოება სწორეთ ქუთაისის განახლებულ აეროპორტში დაიწყო. რეისების ზრდა ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების შემოდინებას ჩვენს ქვეყანაში, ამ შემთხვევაში იმერეთის რეგიონში. რაც გვეხმარება ტურიზმის მდგრად განვითარებასა და აღდგენაში. ქუთაისის აეროპორტში კი სერვისების დამატება ორიენტირებული მგზავრებისთვის კომფორტის შექმნაზე, დამატებითი პროდუქციისა და სერვისების შეთავაზებაზე”,- განაცხადა ანი ჩიქოვანმა.

საქართველოს ბაზარზე ყავის საცალო ინდუსტრიაში ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის გაფრენის დარბაზში მდებარეობს. კოფისტა ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს შერეული ფორმატის მომსახურებას სთავაზობს. ტერმინალში მოგზაურობისთვის საჭირო 300 ზე მეტი დასახელების პროდუქტი და ნივთი იყიდება.