კომპანია ,,ლასარეს’’ გუნდის წევრმა, აქტიურმა პილოტმა და საავიაციო სპორტსმენმა, მერაბ გუმბერიძემ, აზერბაიჯანში გამართულ პარაგლაიდინგის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.
,,პარაგლაიდინგი არის საავიაციო სპორტის ერთ-ერთი უძლიერესი სახეობა. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია ,,ლასარეს’’ მხარდაჭერისთვის’“, – აცხადებს მერაბ გუმბერიძე.
საქართველოში 2 წლიანი აკრძალვის გამო, მერაბ გუმბერიძემ  Azerbaijan Accuracy World Cup-ზე მომზადების გარეშე მიიღო მონაწილეობა, 44 მფრინავიდან 27-ე ადგილი დაიკავა, ხოლო შედეგის გაუმჯობესებას კი, რამდენიმე თვეში დაგეგმილ მსოფლიო შეჯიბრზე გეგმავს.