კოლხეთის ეროვნულ პარკში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად 2,6-ჯერ არის გაზრდილი.

როგორც avianews.ge-ს დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს, 2018 წლის 8 თვეში პარკს 3193 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 11%-ით მეტია, ვიდრე 2017 წლის 8 თვეში.

2015 წელთან შედარებით მაჩვენებელი 164%-ით არის გაზრდილი, 2016 წელთან 92%-ით.

კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა 89% ადგილობრივია, 11% კი უცხოელი.

2018 წლის 8 თვეში 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში შედარებით (-2,87%) ადგილობრივ ვიზიტორთა რაოდენობა და 25 889-ით განისაზღვრება. 2015 წელთან შედარებით კი ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 106%-ით არის გაზრდილი, 2016 წელთან შედარებით კი ზრდის მაჩვენებელი 3%-ით განისაზღვრება.

კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში და მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებს. პარკში განსაკუთრებულად საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე.

კლოლხეთის ეროვნული პარკი ფოთში, მალთაყვის უბანში (გურიის ქ. N 222) მდებარეობს. კოლხეთის ეროვნული პარკი ვიზიტორებს 3 სანაოსნო მარშრუტზე სხვადასხვა ტიპის ნავებით გასეირნების გარდა ფრინველებზე დაკვირვებისა და ეკოსაგანმანათლებლო ტურებსაც სთავაზობს.

ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ კარავი – 10 ლარი; საკონფერენციო დარბაზი (50 ადამიანზე) – 160 ლარი; საპიკნიკე ადგილი – 1 მაგიდა – 15 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – 10 ლარი; საკარვე ადგილი ანაკლიაზე (ჭურიის უბანი) – 5 ლარი; კაიაკით გასეირნება ოქროს ტბაზე – ერთადგილიანი 1 სთ – 10 ლარი; ორადგილიანი 1 სთ – 15 ლარი; ტური კატერით „პალიასტომი-ფიჩორი“ (3 ადამიანზე) – 90 ლარი, ხანგრძლივობა 2 სთ; ტური პონტონით „პალიასტომი-ფიჩორი“ (16 ადამიანზე) – 300 ლარი, ხანგრძლივობა 3 სთ სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის – 200 ლარი; ტური პონტონით „პალიასტომის ტბა“ (16 ადამიანზე) – 160 ლარი, ხანგრძლივობა 1 სთ; სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის – 100 ლარი; კაიაკების ტური „მდ.ფიჩორის ხეობა“ გასვლა პონტონით/კაიაკი: 4 ადამიანზე – 350 ლარი, ხანგრძლივობა 4სთ, 8 ადამიანზე – 430 ლარი, ხანგრძლივობა 4 სთ; ნიჩბიანი ნავით გასეირნება ოქროს ტბაზე ან ანაკლიაზე (ჭურიის უბანი): 3 ადამიანზე – 20 ლარი, ხანგრძლივობა 1 სთ; ჭოგრიტი: 10 ლარი; ტური კატერით მდ. ჭურიაზე: 2სთ/1-3 კაცზე – 100 ლარი.

ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში,  თუმცა ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია  ადრეული გაზაფხული და გვიანი შემოდგომა.

განთავსებაორადგილიანი ნომერი ვიზიტორთა ცენტრში, ქ. ფოთი – 50 ლარი; სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის – 30 ლარი; ორადგილიანი ნომერი ვიზიტორთა ცენტრში , ქ. ფოთი – 25 ლარი; ღამისთევა ანაკლიის ტურისტულ თავშესაფარში – 1 ადამიანი – 15 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის – 10 ლარი.


დაცული ტერიტორიების სააგენტოს მომზადებული ვიდეო, კარგად ასახავს კოლხეთის ეროვნული პარკის მშვენებას, ამ კადრების ნახვის შემდეგ ნამდვილად მიხვდებით რატომ უნდა ესტუმროთ კოლხეთის ეროვნულ პარკს.