ჰოლანდიურმა ავიაკომპანია KLM-მა მგზავრებს ფრენის დაჯავშნისას ნება დართო, მიუთითონ არაბინარული პერსონა.
ამ შემთხვევაში, მათ სახელს არ დაემატება მგზავრების ტრადიციული პრეფიქსი ბატონი ან ქალბატონი – Mr ან Ms. ამის ნაცვლად, გამოყენებული იქნება აღნიშვნა Mx.
ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ არაბინარული გენდერული თემის წარმომადგენლები საკუთარ თავს არცერთ სქესთან არ აიდენტიფიცირებენ, ამიტომ მათ ზოგჯერ მესამე სქესს ან მესამე გენდერს უწოდებენ.
„KLM აცნობიერებს, რომ საზოგადოება და შესაბამისად, მომხმარებლის მოთხოვნები იცვლება“, – თქვა ბოეტ კრეიკენმა, KLM-ის მომხმარებელთან ურთიერთობის ვიცე-პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ახალი ვარიანტით ავიაკომპანიის ასობით მომხმარებელმა უკვე გამოიყენა.
ამ დროისთვის, KLM-ის მომხმარებლებს ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და აშშ-ში შეუძლიათ უარი თქვან სქესის მითითებაზე.
შეგახსენებთ, რომ KLM-მა უკვე უარი თქვა თვითმფრინავის ბორტზე ტრადიციულ მიმართვაზე „ქალბატონებო და ბატონებო“ და გადაერთო გენდერულად ნეიტრალურ მიმართვაზე „მგზავრებო“.
მანამდე იგივე გააკეთა გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ. ახლა მისი ეკიპაჟები მგზავრებს ხვდებიან სიტყვებით “ძვირფასო სტუმრებო”.