პოლონეთის აეროპორტები უპილოტო საფრენი აპარატების დაჭერის სისტემას ტესტავენ. ამის შესახებ პოლონეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა პიოტრ სამსონმა განაცხადა.

მისი თქმით, ტესტირება ქვეყნის ორ აეროპორტში მიმდინარეობს. სისტემა დაშვებისას თვითმფრინავის მახლობლად არასასურველი მფრინავი საშუალებების დაჭერაზეა ორიენტირებული.

სამსონმა განაცხადა, რომ საჭიროა 100%-იანი გარანტიის მიღწევა, რომ სისტემა იმუშავებს და ის არ შეუშლის ხელს თვითმფრინავებს ნავიგაციაში.