2024 წლის ივნისიდან კლაიპედა ტურისტული გადასახადის შემოღებას გეგმავს, რომელიც დღეში 2 ევროს გადახდას გულისხმობს. საკრებულო აღნიშნულ საკითხს 29 თებერვალს განიხილავს.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გადასახადი მოხმარდება ტურისტებისთვის ქალაქის მიმზიდველობის ამაღლებას.
გადასახადისგან თავისუფლდებიან ისინი, ვინც ოთახს 1 თვეზე მეტხანს იქირავებს, არასრულწლოვანები, სამკურნალოდ ჩამოსულები და ჯგუფები, რომლებიც 10 და მეტ ოთახს დაჯავშნიან.
პროექტის მიხედვით, ამ საფასურის წყალობით კლაიპედა წელიწადში დაახლოებით 800 000 ევროს მიიღებს. ლიეტუვაში ტურისტული გადასახადი უკვე გროვდება ვილნიუსში, კაუნასში, ტრაკაის რეგიონში, პალანგაში, დრუსკინინკაიში და ბირშტონასში.